ტრენინგის მე-9 დღე
მეცხრე დღეს დავინახე ჩემი და ჩემი კოლეგების შრომის შედეგი, მემგონი გამოგვივიდა.ვისაუბრეთ პროექტის გაკეთების ხერხებზე. გავაკეთეთ უკუკავშირი ერთმანეთის გვერდებზე
ტრენინგი ინტელის სასწავლო კურსი ,,პროექტზე
დაფუძნებული სწავლება და ისტ-ის ტექნოლოგიები"-საკმაოდ საინტერესო და ღირებული ტრენინგი იყო ჩემთვის.
ყველა დღე საინტერსო და მნიშვნელოვანი იყო. გავიარეთ რვა მოდული, თითოეული
მოდული ცოდნის მომცემი იყო. ვისწავლეთ პროექტის გეგმის დაწერა, ბუკლეტების
დამზადება, მიმართულების მიმცემი კითხვების შემუშავება, რესურსების შექმნა,
პრეზენტაციების გაკეთება, უკუკავშირის მოხდენა,გუგლდრაივში მუშაობა,...
ტრენინგმა გვიჩვენა, რომ პროექტებით სწავლება შესაძლებლობას იძლევა
სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს.მადლობა ქალბატონ დიანა მიქაძეს ასეთი საინტერესო ტრენინგის ჩატარებისთვის
No comments:
Post a Comment